თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რუსი რეპერი ალექსეი დოლმატოვი, ცნობილი გუფის ფსევდონიმით, სცემეს და გაძარცვეს მოსკოვის ერთ-ერთ ღამის კლუბში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ქეთა თოფურია და გუფი ურთიერთობას აღარ მალავენ >>
რეპერის ადვოკატის სერგეი ჟორინის განცხადებით, გუფს თავს დაესხა ბიზნესმენი, რომელიც ძალადობასთან დაკავშირებულ ინციდენტებში ადრეც მონაწილეობდა.
„ალექსეის ჰქონდა კერძო ღონისძიება კლუბ „ბუნკერში“, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, ეს იყო ერთ-ერთი ახალგაზრდის დაბადების დღე. არავის არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია, პირიქით, ყველას ყველაფერი მოეწონა. რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ, ალექსეის ანალოგიური ღონისძიების პირობების განხილვა შესთავაზა. ამ საკითხზე სალაპარაკოდ მათ მას ცალკე ოთხში შესვლა შესთავაზეს. ოთახის შესასვლელთან მათ შეიარაღებული დაცვა დააყენეს, არც გარეთ და არც შიგნით არავის უშვებდნენ, მათ შორის ალექსეის ახლობლებს. ოთახში შესვლისთანავე მას ცემა დაუწყეს“, – განაცხადა რეპერის ადვოკატმა.
თავდასხმის შედეგად გუფს აქვს მიღებული ტვინის შერყევა, ორი ნეკნის მოტეხილობა და, სავარაუდოდ, შიდა ორგანოების დაზიანება.
პოლიცია თავდამსხმელების ვინაობას ადგენს.
რეპერის შეყვარებულმა, ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ მას მხარი დაუჭირა. ისინი პოლიციაში განცხადების შესატანად ერთად მივიდნენ.
ქეთა თოფურიას დაბადების დღე და კლიპები მილიონიანი ნახვებით >>
ამჟამად წყვილი თავის ურთიერთობას არ მალავს, წარსულში კი გუფი და ქეთა თოფურია ამას უარყოფდნენ. შესაძლო ვარსკვლავური რომანის შესახებ პირველი ჭორები 2017 წლის ბოლოს გავრცელდა. იმ მომენტისთვის გუფი განქორწინებული იყო თავის მეუღლესთან, ხოლო ქეთა თოფურია ბიზნესმენ ლევ გეიჰმანზე იყო დაქორწინებული.
ორივე შეყვარებულს წინა ქორწინებიდან შვილები ჰყავთ. ქეთას სამი წლის გოგონა ოლივია ჰყავს, ალექსეი ინარჩუნებს ურთიერთობას რვა წლის ვაჟთან, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს.