ქეთა თოფურია და გუფი ურთიერთობას აღარ მალავენ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურიასა და გუფის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ჭორებს ბოლო მოეღო, წყვილმა ფოტო გამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც ყველა კითხვას პასუხი გაეცა – ეს სიყვარულია.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. სიმბოლურია, რომ სწორედ წმინდა ვალენტინის დღეს გადაწყვიტეს მომღერალმა ქეთა თოფურიამ და რეპერმა გუფიმ (ალექსეი დოლმატოვი), რომ ურთიერთობა აღარ დამალონ.

გუფის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ფოტოზე ახალგაზრდები კომფორტული ავტომობილის უკანა სავარძელზე საკმაოდ რომანტიკულ გარემოში სხედან. მართალია, გოგონა სახეს ხელით იფარავს, თუმცა ფოტოზე ქეთას ამოცნობა მომღერლის თაყვანისმცემლებს არ გაუჭირდათ. 

A post shared by @therealguf on Feb 13, 2018 at 12:18pm PST

„როგორც იქნა“, „ როგორ მომწონხართ“, „ბედნიერებას სიჩუმე უყვარს“, „საკაიფო წყვილი… მაგრად იყავით“, „ერთად კარგად გამოიყურებით, გაუფრთხილდი ქეთას“, – გაჩნდა კომენტარები გუფის მიკრობლოგში.

გარდა ამისა, ქეთამ ამ დღეებში ერთ–ერთმა პირველმა მიულოცა გუფის მომღერალ პტახთან (დავიდ ნურიევი) რეპ–ბატლში გამარჯვება. 

ქეთამ Instagram–ზე გამოაქვეყნა კადრი იმ ჟესტით, რომელიც გუფის თაყვანისმცემლებისთვის საკმაოდ ნაცნობია. ფოტოზე გამოსახულია გული და გასაღები. ქეთა თოფურიას ხელმომწერებმა ყოველივე ამას ასეთი ინტერპრეტირება მისცეს: „სიყვარული – გასაღები გამარჯვებისკენ“.  

პოპულარული ჯგუფი A'Studio-ს სოლისტის ქეთა თოფურიას და რეპერი გუფის რომანის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში გავრცელდა, როცა მომღერლები ტაილანდში ერთად შენიშნეს. რამდენადაც ქეთა მაშინ დაქორწინებული იყო, თოფურიამ და რეპერმა განაცხადეს, რომ ისინი უბრალოდ მეგობრები არიან. 

2017 წლის სექტემბერში თოფურიამ მაინც აღიარა, რომ დიდი ხანია მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად აღარ ცხოვრობდა. ამ ქორწინებიდან თოფურიას ქალიშვილი ოლივია ჰყავს. წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნო, ხოლო 2013 წელს დაქორწინდა.

იანვარში თოფურია და გუფი ტაილანდში ერთად შენიშნეს, თუმცა წყვილი ურთიერთობის აფიშირებას არ ჩქარობდა.

ყველა ახალი ამბავი
0