საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

© photo: Sputnikარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლის საერთო რაოდენობა, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია,  3 518  877–ია.  მოქალაქეებმა არჩევანი 25 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს

თბილისი, 28 ოქტომბერი – თბილისი. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა და ელოდება ამომრჩეველს, რომელმაც პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან ხმა ერთს უნდა მისცეს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებულია. საქართველოს მოქალაქეებს უკანასკნელად ეძლევათ შანსი თავად აირჩიონ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური, გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ პირველად არ წამოაყენა საკუთარი კანდიდატი.

ამომრჩეველი დათვლილია, ბიულეტენი – დაბეჭდილი: საქართველო არჩევნებისთვის მზადაა>>>

მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის 43 ქვეყანაში. მიმდინარე არჩევნებზე მთლიანობაში 3 ათას 703 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან უცხოეთში 55.

თბილისი - Sputnik საქართველო
რამდენიმე საათით ადრე... ანუ ქოცნაცური მარათონის ფინიშის სწორზე

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული –  3 მილიონ 518 ათას 877 საქართველოს მოქალაქეს. ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი აზრის დაფიქსირები შეუძლია 3 მილიონ 504 ათას 82 ადამიანს, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ანუ ისინი, ვინც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 73 ადგილობრივი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების  21,8 ათასმა დამკვირვებელმა და 58 საერთაშორისო ორგანიზაციების 1 მილიონზე მეტმა დამკვირვებელმა გაიარა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს 94 ადგილობრივი და  31 საერთაშორისო   მასობრივი ინფორმაციის საშუალებების 2 ათასზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს.

არჩევნების დღეს საზოგადოებრივ წესრიგს შსს–ს მობილური ჯგუფები დაიცავენ. მათ დავალებული აქვთ კანონის დარღვევაზე რეაგირება როგორც კენჭისყრის დროს, ისე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება და ხმების დათვლა დაიწყება. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს  29 ოქტომბრის ღამეს გამოაცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0