თბილისი, 28 ოქტომბერი – თბილისი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც საქართველოში კვირას, 28 ოქტომბერს იმართება, განაცხადა რომ ხმა საქართევლოს განვითარებას მისცა.
პრემიერი დიდუბის საარჩევნო ოლქის N44 საარჩევნო უბანზე 08:10 საათზე გამოჩნდა.
„დღეს ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ევროპულ არჩევანს. განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან.
დღეს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.
ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 მილიონ 518 ათას 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული.