ოპოზიცია მმართველ პარტიას მათ წევრზე თავდასხმაში ადანაშაულებს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIწინასაარჩევნო კამპანია
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა ლიდერმა წალკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს წალკაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრზე, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია" წარმოადგენს, შესაძლო ფიზიკური თავდასხმის ფაქტს შეისწავლის, იუწყება Новости-Грузия საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - Sputnik საქართველო
პირველი დარღვევები საარჩევნო უბნებზე: ცესკოსა და არასამთავრობო სექტორის მონაცემები

„ნაცმოძრაობელმა“ ქალმა „ოცნების“ მომხრე ქალი სცემა: აღძრულია სისხლის სამართლის საქმე>>>

მანამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანებაში შედის, განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის წევრს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა დაარტყა.

„კომისიის წევრს გაერთიანებული ოპოზიციიდან ხელი დაარტყეს და ეს „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გააკეთა", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ოპოზიციონერს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ საარჩევნო უბანზე მოხდა ინციდენტი.

საქართველოში 28 ოქტომბერს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი 25 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.

ოპოზიციურმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატად "ნაცმოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე წამოაყენა. ამ არჩევნებზე მმართველმა პარტიამ საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელა და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

 

ყველა ახალი ამბავი
0