„ნაცმოძრაობელმა“ ქალმა „ოცნების“ მომხრე ქალი სცემა: აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარაძის განცხადებით, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯელალ კიკავა ურეკავს ზონდერჯგუფებს და მათ ფიზიკური ძალადობისა და პროვოკაციებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ  ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქალბატონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მომხრე ქალბატონს. 

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - Sputnik საქართველო
პირველი დარღვევები საარჩევნო უბნებზე: ცესკოსა და არასამთავრობო სექტორის მონაცემები

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯელალ კიკავა ურეკავს ზონდერჯგუფებს და მათ ფიზიკური ძალადობისა და პროვოკაციებისკენ მოუწოდებს.

„არსებობს შესაბამისი ვიდეომასალა. მოგვიანებით აღნიშნულმა პირმა ბათუმის 9-ე უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მომხრე ქალბატონს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 162-პრიმა მუხლით, რაც „კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0