მამუკა ბახტაძე: მადლობა ყველა მოქალაქეს აქტივობისა და სამოქალაქო კულტურისთვის

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ უნდა დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს, განაცხადა პრემიერმა

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მოსახლეობას არჩევნების მშვიდობიან გარემოში დასრულება მიულოცა და მადლობა გადაუხადა აქტივობისა და სამოქალაქო კულტურისთვის.

პრემიერმა აღნიშნა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ეგზიტპოლების შედეგებით, რომლის მიხედვით კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ის ცესკოს საბოლოო შედეგებს დაელოდება.

„როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საარჩევნო პროცესში იყო ჩართული, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილის მხარდამჭერები ზეიმობენ, თავად კანდიდატი ცესკოს მონაცემებს ელოდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%, მეორე ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე – 28.1%, ხოლო მესამეზე - დავით ბაქრაძე 9.2%.

განსხვავებულია სხვა ეგზიტპოლის შედეგები. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისა და „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით, კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს, 10% დავით ბაქრაძე. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ელოდება.

დავით ბაქრაძემ არჩევნებზე დამარცხება აღიარა>>

თავად სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის ბედნიერია, მაგრამ ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს, რადგან ხმები საარჩევნო კომისიას ჯერ არ დაუთვლია. მისი განცხადებით, ჯერ ცესკოს მონაცემებს უნდა დაველოდოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0