ვაშინგტონში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ს დედაქალაქში ბოლო წლების გახმაურებულ ქართულ ფილმებს აჩვენებენ

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ვაშინგტონში 13-16 ნოემბერს თანამედროვე კინოს ქართული ფესტივალი (Georgian Contemporary Film Festival) გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ქართველი მსახიობი ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს >>

აღნიშნულია, რომ ვაშინგტონში ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორების ექვსი სურათი. ესენია: „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა & სიმონი), „არა, მეგობარო" (რეჟისორი: გიო მგელაძე), „დედე" (რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი), „სხვისი სახლი" (რეჟისორი: რუსუდან გლურჯიძე), „საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე), „შემთხვევითი პაემნები" (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი).

კინოჩვენებების გარდა, ფესტივალის სტუმრებს ფილმების ავტორებთან შეხვედრები და დისკუსიები ელოდება. ყველა სეანსზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის ორგანიზატორებია საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0