ქართველი მსახიობი ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიირაკლი კვირიკაძე
ირაკლი კვირიკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კვირიკაძემ განსაკუთრებული პოპულარობა რეზო გიგინეიშვილის გახმაურებულ ტრილერში „მძევლები" მოიპოვა

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ფილმ „მძევლების“ ვარსკვლავი ირაკლი კვირიკაძე ლეგენდარულ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში ითამაშებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქართველი  მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ამჯერად იტალიელი რეჟისორის დანტე სპინოტის ფილმში Now is everything იღებს მონაწილეობას. ფილმში ასევე ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე, ალენ დელონის შვილიშვილი. რამდენიმე ეპიზოდში კი ირაკლი კვირიკაძის მეუღლე, ქართველ მოდელ ელენე მახარაშვილი გამოჩნდება.

A post shared by Elene Makharashvili (@elensioo) on Jul 20, 2018 at 2:21pm PDT

 

ფილმზე კიდევ ერთი ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს. სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის, რომელმაც ის როლზე დაამტკიცა. ფილმის კოსტიუმების დიზაინერი კი ოსკარზე 12-ჯერ ნომინირებული კოლინ ესტვუდია.

როგორც ცნობილია, ფილმის გადაღებები ახლაც მიმდინარეობს და მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ ფილმი სხვადასხვა კინოფესტივალის პროგრამაში შევა.

ირაკლი კვირიკაძემ განსაკუთრებული პოპულარობა რეზო გიგინეიშვილის გახმაურებულ ტრილერში „მძევლები" გეგა კობახიძის პერსონაჟის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ამ როლისთვის იგი European Shooting Stars Award-ის ჯილდოს მფლობელიც გახდა.

ირაკლი კვირიკაძე - Sputnik საქართველო
ქართველი მსახიობი – ევროპის ამომავალი ვარსკვლავი

2017 წლის დეკემბერში კვირიკაძე European Film Promotion-ის ვერსიაში ევროპული კინოს ამომავალი, ნიჭიერი და პერსპექტიული ვარსკვლავების ათეულში მოხვდა. ათივე ნომინანტი პრიზის სახით ბერლინში გადის მასტერ-კლასებს, ხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებსა და კასტინგ-დირექტორებს.

ირაკლი კვირიკაძე 25 წლისაა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გაიარა სტელა ადლერის სამსახიობო სტუდიის (Stella Adler Studio of Acting) კურსები.


ყველა ახალი ამბავი
0