მაყურებლის მრავალრიცხოვანი თხოვნით: გამოფენა „დიეგო და ფრიდა“ თბილისში გაგრძელდება

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიგამოფენა „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“
გამოფენა „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მექსიკელი მხატვრის სიყვარულის რთულ ისტორიას თბილისელებიც ნახავენ

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ფოტოგამოფენა, რომელიც მექსიკელი მხატვრების, ფრიდა კალოს და დიეგო რივერას ცნობილი წყვილის ისტორიას ეძღვნება, საქართველოს მცხოვრებთა მრავალრიცხოვანი თხოვნით სიღნაღის მუზეუმის შემდეგ თბილისში გაიხსნება.

თავდაპირველად გამოფენა „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“, რომელიც სიღნაღში 28 სექტემბერს გაიხსნა, 7 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა, უნიკალური ექსპოზიციის ნახვის თბილისელების დიდმა სურვილმა გამოფენის განრიგში კორექტივები შეიტანა.

როგორც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში აღნიშნავენ, 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გამოფენა სტუმრებს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში უმასპინძლებს.

გამოფენაზე ასევე იქნება წარმოდგენილი ქართველი ფოტოგრაფის და დიზაინერის ირმა შარიქაძის ინსტალაცია „სიზმარი ბაღში", რომელიც ასევე ფრიდა კალოს ეძღვნება.

ფიროსმანისადმი მიძღვნილი მაგიდა - Sputnik საქართველო
ასობით ლურჯი ვარდი: იაპონელმა არქიტექტორმა ფიროსმანს საოცარი ნამუშევარი მიუძღვნა

გამოფენა საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

გამოფენაზე იქნება   წარმოდგენილი ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი 100-მდე ფოტონამუშევარი. მექსიკის ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული წყვილის ყოველდღიური ცხოვრება, ხელმეორედ ქორწინება, სახელოსნოში მუშაობის პროცესი მოექცა ისეთი ფოტოგრაფების ობიექტივში როგორებიც არიან: გილერმო კალო, პიტერ ჯული, გილერმო ზამორა, ნიკოლა მიურეი, ედვარდ ვესტონი, მანუელ ალვარეს ბრავოსა და ხუან გუსმანი.

ივანიშვილმა საქართველოს თეიმურაზ II-ის ისტორიული პორტრეტი დაუბრუნა >>

მე-20 საუკუნის ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრების ამსახველი გამოფენა „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე" პირველად 2002 წელს მოეწყო დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმში (Museo Casa Estudio Diego Rivera y Frida Kahlo), საიდანაც მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში.

დიეგიოსა და ფრიდას ურთიერთობა 25 წელს გაგრძელდა - ქორწინებიდან (1929) ფრიდას გარდაცვალებამდე (1954). ქორწინება სავსე იყო სიყვარულით, სიძულვილითა და ბრძოლით. ისინი არაერთხელ გაშორდნენ და შერიგდნენ. უთანხმოებებისა და განშორებების მიუხედავად, ორივემ ისწავლა თუ როგორ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი და შეენარჩუნებინათ ურთიერთობა.

ყველა ახალი ამბავი
0