თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 28 ოქტომბერს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, რომელშიც 25 კანდიდატი მონაწილეობს. გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მომავალ პრეზიდენტს მასზე უფრო შეზღუდული უფლებამოსილებები ექნება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნებში მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს, რომლის მთავარი კონკურენტები არიან ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე და პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე.
რამდენადაც ახლოვდება არჩევნების დღე, ქვეყანაში მით უფრო იძაბება პოლიტიკური ვითარება. როგორ ჩატარდა წინასაარჩევნო კამპანია? გაიმართება თუ არა მეორე ტური? როგორი იქნება პრეზიდენტის რეალური უფლებამოსილება და მისი მთავარი სტრატეგიული ამოცანა? რას ფიქრობენ საპრეზიდენტო კანდიდატები ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარების თაობაზე? ამ და სხვა საკითხებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
- „ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე;
- საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი ვასო კაპანაძე;
- პუბლიცისტი მერაბ ხაჩიძე.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com