საიდან აქვს იზორიას ფული – თავდაცვის მინისტრმა ბრალდებებს უპასუხა

© photo: Sputnik / Stringerლევან იზორია
ლევან იზორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა და განმარტა, თუ საიდან აქვს ფული.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უპასუხა მასმედიის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებს 750 ათასი დოლარის ოდენობის კრედიტის დაფარვას მაშინ, როცა მისი ხელფასია 6 ათასი ლარია.

ივანიშვილი: ყველაფერი მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეიცვლება>>

იზორიამ პრესკონფერენცია მას შემდეგ გამართა, რაც გუშინ ეს თემა ტელეკომპანია Rustavi2-ის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ წამოწია. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დამფუძნებელ და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს დროს მან წარმოადგინა მაღალი თანამდებობის პირების კერძო საკუთრების ფოტოები და დაინტერესდა, საიდან აქვთ მათ ამდენი ფული.

„გუშინ ინტერვიუს დროს სიცრუის ტელევიზიის ერთ-ერთმა მატყუარა ჟურნალისტმა ბრძანა, თითქოს აღებული მაქვს კრედიტი 700 ათასი დოლარის ოდენობით, სინამდვილეში კი ჩემი საკრედიტო ვალდებულება შეადგენს 145 ათას დოლარს. ჩემი ოჯახის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიწის ნაკვეთი შევიძინე. სახლის მშენებლობა ოჯახმა დაიწყო საჯარო სამსახურში ჩემი საქმიანობის დაწყებამდე იმ დანაზოგებით, რომელიც დამიგროვდა აკადემიური საქმიანობის შედეგად 2007-2012 წლებში როგორც საქართველოში, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოღვაწეობით", – განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია - Sputnik საქართველო
იზორია: საქართველო გააგრძელებს იარაღის შესყიდვას

უფრო ადრე ტელეკომპანიამ ჩაატარა კვლევა, რათა გაერკვია, რა საკუთრება გააჩნიათ მთავრობის წევრებსა და სხვა თანამდებობის პირებს. იქ აღინიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის მეუღლის ლანა მანჯგალაძის სახელზე გაფორმებულია სამსართულიანი, 414 კვადრატული მეტრი ფართობის ფეშენებელური სახლი.

„სახლი წლებია გაქირავებულია, რამაც მომცა კრედიტის აღების საფუძველი და საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. ამით კი ავაშენე სახლი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. ეს ყველაფერი არის დეტალურად გაწერილი დეკლარაციაში, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია", – დასძინა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანიის ქმედებები მიმართულია უწყებისა და კონკრეტულად შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ.

იზორია „ქართული ოცნების" გუნდის წევრი იყო, როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა. 2012-2015 წლებში ის მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2015 წლის აგვისტოში ის ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა, ხოლო 2016 წელს თავდაცვის უწყებას ჩაუდგა სათავეში.

დეკლარაციის მიხედვით, 2018 წლის მდგომარეობით, იზორიას მეუღლეს აქვს მიწის ორი ნაკვეთი და ერთი სახლი, ხოლო თავად მინისტრის სახელზე არაფერია გაფორმებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0