იზორია: საქართველო გააგრძელებს იარაღის შესყიდვას

© Sputnik / Alexander Imedashviliთავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი იარაღის შესყიდვას გეგმავს საქართველო აშშ–ისგან

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კვლავ აპირებს აშშ–ისგან საბრძოლო იარაღის შესყიდვას, განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს.

ეს განცხადება იზორიამ ბრიუსელში 3–4 ოქტომბრის ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა. მინისტრი ბრიუსელში „საქართველო–ნატოს“ კომისიის სხდომაში მონაწილეობდა, რომელიც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. იზორიამ ბრიუსელში მოლაპარაკებები გამართა აშშ–ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისთან.

„საკმაოდ დიდი ხნის საუბარი მქონდა თავდაცვის მდივანთან, ბატონ მატისთან, რომელმაც ცალსახად გადამიხადა მადლობა იმ სამაგალითო რეფორმებისთვის, რომლებიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა და აღნიშნა, რომ ეს იყო სამაგალითო არა მხოლოდ პარტნიორებისთვის, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც“, – განაცადა იზორიამ.

სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი - Sputnik საქართველო
საქართველო შეიარაღებაზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 20 პროცენტს დახარჯავს

რა სახის იარაღს შეიძენს საქართველო აშშ–ისგან, უცნობია, თუმცა, ამა წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი თბილისს საზენიტო–სარაკეტო კომპლექს Stinger–ს გადასცემს.

თბილისმა ვაშინგტონს წინადადებით მიმართა, მიეყიდა Javelin-ის ტიპის 410 რაკეტა და 72 მართვადი გამშვები დანადგარი, მათ შორის, ორი მართვადი გამშვები ბლოკი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების რაკეტების მიყიდვის გადაწყვეტილება 2017 წლის ნოემბერში მიიღო.

სისტემების პირველი ნაწილი საქართველოში 2018 წლის იანვარში ჩამოვიდა.

2017 წლის მაისში საქართველო საბჭოური ტყვიამფრქვევების ПКМ ამერიკული ანალოგებით – M-240 ეტაპობრივ ჩანაცვლებას შეუდგა, ხოლო ერთი წლით ადრე სამხედრო ძალებმა უარი თქვეს კალაშნიკოვის ავტომატების, როგორც ძირითადი სასროლი იარაღის გამოყენებაზე და უპირატესობა ამერიკულ M4A1–ს მიანიჭეს.

საქართველოს და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა. იმავე წლის ივლისში საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი, რომელმაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს „საქართველოს და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად 2016-2019 წლების უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო-ხელშეკრულება გააფორმა.

ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში აშშ–მა საქართველოში ააშენა საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც გერმანიის ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგია. ცენტრი 2018 წლის მაისში ვაზიანში გაიხსნა.


ყველა ახალი ამბავი
0