ყინვა არ გვაშინებს: თბილისის ელექტროქსელები ზამთრისთვის მზადაა

© Sputnik / STRINGERელექტროგადამცემი ხაზი ზამთარში
ელექტროგადამცემი ხაზი ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები ზამთარში უწყვეტი ელექტროენერგიით იქნებიან უზრუნველყოფილი.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი" შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მუშაობისთვის მზადაა. ასეთ დასკვნამდე მივიდა „თელასის“ მფლობელი კომპანია „ინტერ რაოს" კომისია.

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
საქართველო ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის კრედიტს მიიღებს

კომპანია „თელასი" ცივი ამინდებისთვის მზადებას გაზაფხულზე იწყებს – სს „თელასის" გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება კომისია, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი გეგმის შემუშავებასა და შესრულებაზე. გეგმის ფარგლებში „თელასმა" ელექტროგადამცემ ხაზებსა და სატრანსფორმატორო ქვესადგურებზე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა.

„აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. კომპანია „თელასი" და მისი ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი აღჭურვილობითა და მასალებით ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამცირებლად", – განაცხადა სს „თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

„თელასი" საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელური კომპანიაა, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის განაწილებასა და გასაღებას უზრუნველყოფს. კომპანია ელექტროენერგიას 600 ათასზე მეტ მომხმარებელს აწვდის.

2003 წლის აგვისტოში „თელასი" ჯგუფ „ინტერ რაოს" შემადგენლობაში შევიდა. მის საკუთრებაშია აქციების 75%, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებაში 25% დარჩა.

 

ყველა ახალი ამბავი
0