ივანიშვილი: ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური ცდები არ ტარდება

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის თემა ყურადღების ცენტრში აშშ-ისა და რუსეთს შორის „დიდი პოლემიკის“ გამო აღმოჩნდა

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და დამაარსებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ბიოლოგიური ცდები ტარდება.

პუტინმა საქართველო გენეტიკური ექსპერიმენტების საფრთხის შესახებ გააფრთხილა >>

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟი მოსკოვში 11 სექტემბერს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების შემდეგ დაიწყო. მან გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტები და აღნიშნა, რომ შესაძლოა ლაბორატორიაში ტარდება ექსპერიმენტები ადამიანებზე, რომლებიც ლეტალური შედეგებით მთავრდება.

„რა თქმა უნდა, ლუგარის ლაბორატორია და მსგავსი გამონათქვამები, რაც ახსენეთ, სიმართლეს არ შეესაბამება, არავითარი ქიმიური თუ ბიოლოგიური ცდები, არაფერი მსგავსი არ ტარდება, ეს არის ცილისმწამებლური გამონათქვამები. საპირისპირო განცხადებები ჩვენი მხრიდან ბევრი გაკეთდა და ვფიქრობ, ეს საკითხები უკვე დავიწყებულია. ალბათ, ეს არის იმ დიდი პოლემიკის ნაწილი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში სპეციალისტების რუსეთიდან მოწვევას კვლავ აპირებს

გიორგაძის შემდეგ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით მკაცრი განცხადებები რუსეთის ხელისუფლებამაც გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბიოლოგიური დაცვის მაღალი დონის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ფორმალურად ეკუთვნის, სინამდვილეში კი მას პენტაგონი მართავს. ის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევების შესწავლის მიზნით აშშ-ის ინტერესებში გამოიყენება.

იმნაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ცენტრი სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ადამიანებზე არანაირი ექსპერიმენტები იქ არ ტარდება. თუმცაღა, ცენტრის მცირე ნაწილი დაქირავებულია ამერიკელი სპეციალისტების მიერ. იქ მუშაობს სამი ამერიკელი, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსებს სწავლობენ.

შექმნილი შეშფოთების გასაქარწყლებლად, ცენტრის ხელმძღვანელობამ უცხოელ, მათ შორის რუს ჟურნალისტებს ცენტრში გადაღების საშუალება მისცა - ერთი ოთახის გარდა, სადაც მიკროორგანიზმები, ვირუსები და შტამები ინახება. სპეციალისტების განმარტებით, ეს უსაფრთხოების მიზნით კეთდება.

ყველა ახალი ამბავი
0