საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში სპეციალისტების რუსეთიდან მოწვევას კვლავ აპირებს

© SPUTNIK / DENIS ASLANOVლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მზადაა, საერთაშორისო სპეციალისტებს რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის მუშაობის დეტალური შესწავლის შესაძლებლობა მისცეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სპეციალისტების ჯგუფის ჩამოყალიბებას სთხოვს, მათ შორის რუსეთიდან, რათა ის ჩამოვიდეს თბილისში და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობა დეტალურად შეისწავლოს.

ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვალდაკვალ, შეშფოთება გამოთქვა ასევე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, თუ განცხადებები ამერიკული გენეტიკური კვლევების შესახებ სარწმუნოა, ეს ძალზე საშიშია.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთ თხოვნით, რომ გამოგზავნოს ოფიციალური მისია, რომელშიც, სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, ძირისძირობით შეისწავლიან ყველაფერს და დადებენ ოფიციალურ დასკვნას, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში", – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

იმის თაობაზე, რომ ლუგარის ლაბორატორიაში საშიში ექსპერიმენტები არ ტარდება, კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

ექსკურსია ლუგარის ცენტრში - Sputnik საქართველო
მედია ლუგარის ლაბორატორიაში: ყველაფრის გადაღება არ შეიძლება

„რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ლაბორატორიაში ე.წ. დახურული კვლევების შესახებ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ამ ცენტრს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ექსპერტები, მეცნიერები, მათ შორის რუსეთიდან. მისი კარი ყოველთვის ღიაა. ნოემბრის შუა რიცხვებში ტარდება სემინარი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის ექსპერტები და მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას, მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას ამ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ, მოწვევის მიუხედავად, უარი განაცხადა მონაწილეობაზე", – აღნიშნა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლაბორატორიაში ჩამოსვლაზე უარი განმარტა იმით, რომ არ სურს „პროპაგანდისტულ ფარსში" მონაწილეობის მიღება. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ცენტრის ჭეშმარიტი დანიშნულების დაფარვის მიზნით ის გაფორმებულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, სინამდვილეში კი მას პენტაგონი მართავს.

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟი მოსკოვში 11 სექტემბერს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების შემდეგ დაიწყო. მან გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტები და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გამოიძიოს ამ ლაბორატორიის საქმიანობა, სადაც, მისი თქმით, შესაძლოა, ადამიანებზე ტარდებოდეს ექსპერიმენტები, რომლებიც ლეტალური შედეგებით მთავრდება.

პუტინმა საქართველო გენეტიკური ექსპერიმენტების საფრთხის შესახებ გააფრთხილა>>

ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ატეხილი სკანდალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ საქართველოში მიიღეს ამ სამეცნიერო დაწესებულების კარის გაღების გადაწყვეტილება ჟურნალისტებისთვის, მათ შორის, რუსეთიდან – Sputnik-ის, რუსეთის პირველი არხისა და РИА Новости–ს წარმომადგენლებისთვის. მასმედიის წარმომადგენლებმა ობიექტი 5 ოქტომბერს დაათვალიერეს, მაგრამ ყველაფრის გადაღების უფლება მათ არ მისცეს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განმარტა, რომ ტელე- და ფოტოგადაღება მიკროორგანიზმების, ვირუსებისა და შტამების უსაფრთხოების მიზნით იზღუდება და „Sputnik-საქართველოს“ ჟურნალისტებს მინის მიღმა გამოფენილი სინჯარების მხოლოდ შორიდან დანახვის უფლება მისცა.

ლუგარის ლაბორატორია 2011 წლის მარტში თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. თავდაპირველად ის იყო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ - შსს-ს, ხოლო ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.

 

ყველა ახალი ამბავი
0