მედია ლუგარის ლაბორატორიაში: ყველაფრის გადაღება არ შეიძლება

© SPUTNIK / DENIS ASLANOVექსკურსია ლუგარის ცენტრში
ექსკურსია ლუგარის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის ექსკურსიას წინ უძღოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პრესკონფერენცია, რომელმაც კატეგორიულად უარყო ცენტრში საიდუმლო ცდების ჩატარება ადამიანებზე.

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების ფონზე, რომ თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებენ, უცხოელ ჟურნალისტთა ჯგუფი ლაბორატორიის ტერიტორიაზე დაუშვეს.  

„ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო უწყება განმარტავს, რატომ არ ჩამოვლენ რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში

ჟურნალისტებს, რომელთა შორის იყვნენ რუსეთის პირველი არხის, РИА Новости-სა და Sputnik-საქართველოს წარმომადგენლები, უშუალოდ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დაათვალიერებინა მეორე და მესამე დონის ბიოლოგიური დაცვის ლაბორატორიები, ოფისი და ასევე გააცნო თანამშრომლები. 

ცენტრის შენობა ორსართულიანია. პირველზე მიკროორგანიზმების ეროვნული კოლექციაა განთავსებული შუშით შემოსაზღვრულ მცირე ნაკვეთურებში. ჟურნალისტებს მათი დათვალიერების უფლება კამერების გარეშე მისცეს.

პაატა იმნაძემ განმარტა, რომ ტელე- და ფოტოგადაღება  მიკროორგანიზმების, ვირუსებისა და შტამების უსაფრთხოების მიზნით იზღუდება და Sputnik-საქართველოს ჟურნალისტებს მინის მიღმა გამოფენილი სინჯარების მხოლოდ შორიდან დანახვის უფლება მისცა. 

© SPUTNIK / DENIS ASLANOVრიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი
მედია ლუგარის ლაბორატორიაში: ყველაფრის გადაღება არ შეიძლება - Sputnik საქართველო
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი

ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ აღნიშნულ ოთახში შესვლის უფლება მხოლოდ ოთხ ადამიანს აქვს. შესაბამისად, ბიომასალების გაჟონვა გამორიცხულია.

რაც შეეხება სხვა სათავსოებს, იქ ჟურნალისტებს მოწყობილობების გადაღების უფლებაც მისცეს და თანამშრომლებისაც.

მედიის წარმომადგენლებმა ლაბორატორიის მეორე სართულიც დაათვალიერეს, რომლის მცირე ნაწილიც ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ იჯარით აღებული. ამ დროისათვის ცენტრში სამი ამერიკელი მუშაობს, რომლებიც, იმნაძის თქმით, სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსებს სწავლობენ.

© SPUTNIK / DENIS ASLANOVმედია ლუგარის ლაბორატორიაში ექსკურსიაზე
მედია ლუგარის ლაბორატორიაში: ყველაფრის გადაღება არ შეიძლება - Sputnik საქართველო
მედია ლუგარის ლაბორატორიაში ექსკურსიაზე

„არანაირი სარდაფები და საიდუმლო ოთახები ჩვენ არ გვაქვს“, —  განუცხადა ჟურნალისტებს იმნაძემ.

ლაბორატორიის ხელმძღანელმა დაიჩივლა, რომ ჟურნალისტები ჯერ მიდიან ცენტრში, მერე კი ათასგვარ სიბინძურეს ამბობენ. არადა, მსგავსი ცენტრები მთელ მსოფლიოშია, მათ შორის, რუსეთშიც.
„უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ქვეყანაში — რა მიკრობები არსებობს, სად არიან, ვინ დაავადდა, რატომ დაავადდა“, — განმარტა პაატა იმნაძემ.

© SPUTNIK / DENIS ASLANOVლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები მუშაობისას
მედია ლუგარის ლაბორატორიაში: ყველაფრის გადაღება არ შეიძლება - Sputnik საქართველო
ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები მუშაობისას

ჟურნალისტებმა ლაბორატორიის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი საათი დაჰყვეს. ექსკურსიას წინ უძღოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის პრესკონფერენცია, რომელმაც კატეგორიულად უარყო, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში საიდუმლო ცდები მიმდინარეობს ადამიანებზე.

ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, ალექსეევკაში 2011 წლის მარტში გაიხსნა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით. თავდაპირველად ის იყო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ - შსს-ს, ხოლო ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.

ყველა ახალი ამბავი
0