უზბეკეთის მოქალაქეს საქართველოში 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსჯავრდებულმა თანამემამულეს წაართვა პასპორტი, ჩაკეტა დაქირავებულ ბინაში და პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო იმაში, რომ მან აიძულა თავისი თანამემამულე ჩაბმულიყო პროსტიტუციაში, და მას 12 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ ბრალდებული მისი საქართველოში ყოფნის დროს, 2017 წლის ივლისში დაუკავშირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფ თავის თანამემამულეს და სამუშაო შესთავაზა. ის დათანხმდა და ბათუმში ჩამოვიდა.

ბათუმში ჩამოსვლისთანავე ბრალდებულმა მას წაართვა პასპორტი, ჩაკეტა დაქირავებულ ბინაში, სცემდა და პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა.

თურქი მეძავები - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქე თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს

უზბეკეთის მოქალაქეს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში, სასტუმროებში გადაჰყავდა და 2018 წლის იანვრამდე მას სექსუალური მონობაში ამყოფებდა, ხოლო პროსტიტუციით ნაშოვნ თანხებს თვითონ ისაკუთრებდა.

გამოძიების დაწყებისთანავე მან საქართველოდან მიმალვა სცადა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში ის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12-დან 15 წლამდე.

ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები რეაბილიტაციას გადიან >>

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უზბეკეთის მოქალაქეები საქართველოში ტრეფიკინგში მონაწილეობენ. მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქეს ასევე 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ 2017 წლის აგვისტოში მსჯავრდებული საქართველოში თავის ნაცნობ ქალთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც ასევე უზბეკეთის მოქალაქეა. ამის შემდეგ მან თავის ნაცნობს ჩამოართვა პასპორტი, დროებით ნაქირავებ სახლში დაასახლა და ფიზიკური განადგურების მუქარით პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა.

ყველა ახალი ამბავი
0