საქართველოს მოქალაქე თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს

© photo: AFP 2020 / MUSTAFA OZERთურქი მეძავები
თურქი მეძავები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქული მასმედიის ინფორმაციით, პროსტიტუციისთვის დაკავებული ხუთი ადამიანიდან სამი უცხოელია და მათ ქვეყნიდან დეპორტაცია ელით.

თბილისი, 24 იანვარი — sputnik. თურქეთის ქალაქ მარმარისში, სარაიას რაიონში პროსტიტუციის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს, რომელთაგან სამი უცხოელი ქალბატონია, იტყობინება თურქული ინტერნეტ-გამოცემა aydindenge.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი 26 წლის ე.ნ. საქართველოს მოქალაქეა.

ფრანგული პოლიციის ოფიცრები დანაშაულის ადგილზე პარიზში - Sputnik საქართველო
ქართველების ჩხუბი საფრანგეთში დაჭრით დასრულდა - ეჭვმიტანილი დაკავებულია

ასევე დაკავებული არიან 20 წლის რუსეთისა და 35 წლის უზბეკეთის მოქალაქეები.

ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ უზბეკეთის მოქალაქე მანამდე 7-ჯერ იყო დაკავებული პროსტიტუციისთვის და მართლმსაჯულებას თავი ჯარიმის გადახდით დააღწია.

თურქული მასმედიის ინფორმაციით, დაკავებულები საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს და მათ ქვეყნიდან დეპორტაცია ელოდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0