შავ ზღვაში უძველესი გემი აღმოაჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashvili„არგოს“ ასლი კოლხური კულტურის მეზეუმში
„არგოს“ ასლი კოლხური კულტურის მეზეუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსგავსი სავაჭრო გემი გამოსახულია ძველბერძნულ ლარნაკზე Siren Vase, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. უძველესი დაუზიანებელი გემი, რომელიც შავ ზღვაში ბულგარეთის სანაპიროსთან 2400 წლის განმავლობაში იყო ჩაძირული, ბრიტანელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, იუწყება გაზეთი Guardian.

„გემი, რომელიც კლასიკური ეპოქიდან დღემდე ხელუხლებელი სახით შენარჩუნდა და ორი კილომეტრის სიღრმეზე არის ჩაძირული - ეს ის არის, რასაც არასდროს არ დავიჯერებდი“, - ციტირებს გამოცემა გუნდის წამყვან მკვლევარს, პროფესორ ჯონ ადამსს.

არქეოლოგიური გათხრები ხვამლის მთაზე - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები გათხრებზე სოციალურ რეაბილიტაციას გადიან

გაზეთის თანახმად, სავარაუდოა, რომ 23 მეტრიანი გემი ძველ ბერძნებს ეკუთვნოდა. მკვლევარებმა იპოვეს ანძები, საჭეები და ნიჩბოსნების სკამები, რომლებიც ორი კილომეტრის სიღრმეზე ხელუხლებლად შენარჩუნდა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ გემის შენარჩუნება სიღრმეზე ჟანგბადის ნაკლებობით არის განპირობებული.

გაზეთი აღნიშნავს, რომ მსგავსი სავაჭრო გემი გამოსახულია ძველბერძნულ ლარნაკზე Siren Vase-ზე, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. აღნიშნული ლარნაკი იმავე პერიოდით არის დათარიღებული. მასზე გამოსახულია გემი, რომლის ანძაზე მიბმულია ოდისევსი, რომელიც ცდილობს თავი სირინოზების ხმებისგან იხსნას.

მკვლევარები აცხადებენ, რომ გემის დატოვებს აღმოჩენის ადგილზე აპირებენ. მხოლოდ ერთი მცირე ფრაგმენტი ნახშირბადური ანალიზისთვის გამოიყენეს, რომელიც საუთჰემპტონის უნივერსიტეტმა ჩაატარა. შედეგმა დაადასტურა, რომ გემი „უძველესი დაუზიანებელი გემია, რომელიც კაცობრიობისთვის არის ცნობილი“.

უძველესი ხმლები თბილისში გათხრების დროს აღმოაჩინეს >>

გუნდმა აღნიშნა, რომ გემის შესახებ ინფორმაცია ამ კვირაში ლონდონში გამართულ კონფერენციაზე გამოქვეყნდება.

ყველა ახალი ამბავი
0