ქართველი სამხედროები გათხრებზე სოციალურ რეაბილიტაციას გადიან

© FB / National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgiaარქეოლოგიური გათხრები ხვამლის მთაზე
არქეოლოგიური გათხრები ხვამლის მთაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც სამსახური ავღანეთში გაიარეს, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას არქეოლოგიურ გათხრებზე გადიან

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ არქეოლოგიურ გათხრებში, რომელიც ხვამლის მთაზე მიმდინარეობს, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ფსიქოემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით სამხედოები, რომლებიც ავღანეთში ნატოს მისიაში იღებდნენ მონაწილეობას, საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ამჟამად სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

არქეოლოგ დავით სულხანაშვილის ხელმძღვანელობით სამეცნიერო კვლევით პროცესში, რომელიც ერთ თეს გაგრძელდება, შვიდი ქართველი სამხედრო ვეტერანი მონაწილეობს.

იზორია: ქართველი სამხედროები მშვიდობის უზრუნველყოფის საქმის ერთგული რჩებიან >>

ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ფარგლებში უნიკალური პროექტი მესამედ ტარდება და სამხედრო მოქმედებების დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების არქეოლოგიურ ექსპედიციებში აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 872 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0