თბილისში ელექტროავტობუსებს ორი წლის შემდეგ შემოიყვანენ

© Sputnik / Alexander Imedashvili MAN-ის ლურჯი ავტობუსი
 MAN-ის ლურჯი ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად ახალი ტრანსპორტის სიგრძისა – 18 მეტრი, ის დედაქალაქის ქუჩებში პრობლემას არ შექმნის.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერია 2020 წლიდან დედაქალაქში სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსის შემოყვანას გეგმავს, განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ პროექტ «მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ ორშაბათს გამართულ პრეზენტაციაზე.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. 2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან ვფიქრობდი, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება დედაქალაქში შეუძლებელი და რთული იქნებოდა, თუმცა იმ კვლევის შედეგებმა, რომელსაც Sistra ატარებს, აჩვენა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს აუცილებლად სჭირდება ელექტროავტობუსები, რომლებიც უნდა იყოს 18-მეტრიანი“, – აღნიშნა კალაძემ.

ამბიციური გეგმა: ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება>>>

მისი სიტყვებით, 2020 წლიდან ქალაქის ხელისუფლება გეგმავს ავტობუსების რაოდენობის 900 ერთეულამდე გაზრდას. ამასთანავე კალაძემ აღნიშნა, რომ ავტობუსები, რომლებიც თბილისში 2019 წლის შემდეგ შემოვა, ელექტროძრავიანი იქნება, რაც დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

თბილისი - Sputnik საქართველო
რომელ ქუჩებზე დაწესდება პარკირების საათობრივი გადასახადი

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მასშტაბით 2021 წლამდე მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რითიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უპირატესობა შეექმნება და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.

დღეისათვის თბილისში 600-650 ავტობუსი გადაადგილდება. მათგან 143 MAN-ის მარკის ავტობუსია, რომლებიც ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ამასთანავე შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

ავტოპარკის ცვლილებას თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 2019 წლის ბოლოს ქალაქის ხელისუფლება ამორტიზებული ავტობუსების მთლიანად შეცვლას, 2020 წლისთვის კი ახალი ავტობუსების რაოდენობის 900-მდე გაზრდას გეგმავს.

იმ ავტობუსების სიგრძე, რომლებიც უახლოეს თვეებში თბილისში ჩამოვა, 8, 10 და 12 მეტრს შეადგენს. ავტობუსების მოწოდებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია Tegeta Truck & Bus-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0