საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაწყებულია

© Sputnik / Levan Avlabreliხმების დათვლა ადგილობრივ არჩევნებზე
ხმების დათვლა ადგილობრივ არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
სულ დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დღეიდან დაიწყო, ნათქვამია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ბიულეტენში მითითებული იქნება 25-ვე კანდიდატი.

ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენები ასევე იბეჭდება თერჯოლასა და სამტრედიაში ექვს საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

ვის მისცემს ხმას არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტი >>

„საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.  ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, ორი საერთაშორისო და ხუთი  ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი დააკვირდება.

ტურისტები სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
სუს-მა არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობა აღკვეთა

„ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური)“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

პრემიერი: არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება >>

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები.

საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 518 890  ამომრჩეველი.

ყველა ახალი ამბავი
0