მცხეთაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას უძრავი  ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© Sputnik / Levan Avlabreliარაგვისა და მტკვრის შეერთება, ხედი მცხეთაზე ჯვრის მონასტრიდან
არაგვისა და მტკვრის შეერთება, ხედი მცხეთაზე ჯვრის მონასტრიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდში XIX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისი ბრძანება უწყების დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გასცა.

სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა სვანეთში: სამუშაოები გრძელდება

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეკლესია დარბაზული ტიპისაა და აგებულია აგურის სწორხაზოვანი წყობით.

„ადგილ-ადგილ იკითხება ქვიშაქვის ცოკოლი. აღმოსავლეთიდან აქვს ნახევარწრიული შვერილი აფსიდი. შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთის კარის გადახურვა როგორც გარედან, ასევე შიგნიდან ბრტყელი თაღის ფორმისაა და აგურითაა გადაყვანილი. დასავლეთი კარი კი ორივე მხრიდან ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეკლესიას მთლიანად შემოუყვება „ხერხულა" კარნიზი და  გადახურულია კრამიტით. ნახევარწრიულ აფსიდს სრულთაღოვანი კონქი აქვს, საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში გაჭრილია სწორკუთხა ნიში. თითო თაღოვანი ნიშია აფსიდის მხრებშიც.

სააგენტოს ცნობით, ეკლესიას  ძეგლის შემდეგი მახასიათებლები აქვს: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები.

ზემო ომალო - Sputnik საქართველო
ომალოს კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს. ძეგლს ეროვნული მნიშვნელობა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება აქვს, ან თუ ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან ან პიროვნებასთან.

2013 წლამდე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას ძეგლს საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებდა, ხოლო 2013 წლიდან — საქართველოს მთავრობა.

ყველა ახალი ამბავი
0