ომალოს კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© courtesy of Friends of Tusheti Protected Areasზემო ომალო
ზემო ომალო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალოში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ომალოს კოშკს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისი ბრძანება უწყების დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გასცა.

რომანოვების სასახლე ლიკანში - Sputnik საქართველო
როგორი იქნება რომანოვების სასახლე რესტავრაციის შემდეგ - 3D-პროექტის ვიდეო

სწორკუთხა სამსართულიანი კოშკი გარედან შელესილია,  შესასვლელი დასავლეთიდან აქვს პირველ სართულზე. პირველი სართული სწორკუთხაა, მეორე ოვალური.

„სამხრეთის კედელში პირველ და მეორე სართულზე სათოფური და ნიშია. მესამე სართული მოშლილია. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. კედელში საძელე ფოსოებია დატანებული. შესასვლელი კარის წირთხლზე შელესილობაზე ხელის ორი ანაბეჭდია გაკეთებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოშკის მესამე სართული ჩამონგრეულია, ხოლო პირველი სართული ამოვსებულია ნაშალი მასით. კოშკი დაფარულია მცენარეული საფარით, აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

 სააგენტოს ცნობით, აღნიშული კოშკი გვიანი შუა საუკუნეების პირველი ეტაპის სასიგნალო ნაგებობის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს. ძეგლს ეროვნული მნიშვნელობა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება აქვს, ან თუ ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან ან პიროვნებასთან.

2013 წლამდე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას ძეგლს საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებდა, ხოლო 2013 წლიდან — საქართველოს მთავრობა.

ყველა ახალი ამბავი
0