თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, სამი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილობრივების თქმით, დაღუპული მამაკაცი ირანის მოქალაქეა. მას ბინა რამდენიმე თვის ნაქირავები ჰქონდა. საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, სავარაუდოდ, გარდაცვალება ინტოქსიკაციას უკავშირდება. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.