რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიექიმები ოპერაციაზე
ექიმები ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობა კორპუსებიდან ევაკუირებულია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. რუსთავში აფეთქებისას დაშავებულ მცირეწლოვანს თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით გადმოიყვანენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

9 წლის გოგონას კლინიკა „რუსთავში" გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა რუსთავში - Sputnik საქართველო
რუსთავში აფეთქება მოხდა - 12 დაშავებულია, მათ შორის 5 ბავშვი

დღეს რუსთავის მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში ავტოფარეხების დემონტაჟის დროს , სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ძლიერი აფეთქება სპორტული მოედნის სიახლოვეს მოხდა, სადაც იმ დროს ბავშვები თამაშობდნენ. აფეთქების შედეგად, ახლომდებარე სამ საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრის მინები თითქმის სრულად არის ჩამსხვრეული. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობა კორპუსებიდან ევაკუირებულია.

გარდა ამისა, აფეთქებისას დაზიანდა გაზის მილიც, რის გამოც კორპუსში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0