ოთხი წლის ბავშვის ცემა ბათუმის ბაღში: შსს-მ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპატარა ბიჭი საბავშვო ბაღში
პატარა ბიჭი საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაღის დირექტორი ბავშვის ცემის ფაქტს უარყოფს და მშობელს პროვოკაციაში ადანაშაულებს

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმელი მარიკა ვაშაყმაძე კერძო საბავშვო ბაღის „მაგადასკარის" პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დედის განცხადებით, 4 წლის ბიჭს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ფაქტის შესახებ ბავშვმა თავად უამბო და ერთ-ერთი პედაგოგი დაადანაშაულა. ვაშაყმაძემ პოლიციასა და სკოლის დირექტორს მიმართა. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ნაწყენი ბავშვი - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღში ცრემლიანი თვალების გარეშე – სპეციალისტის რჩევები

„ორივე ხელზე აქვს დაზიანებები, ეტყობა ვიღაცამ შეანჯღრია. ბავშვს რომ ვკითხე, დაასახელა პედაგოგი, ასევე თქვა, რომ სახეში გაარტყა. დავრეკე პოლიციაში, გამოკითხეს ბავშვი ფსიქოლოგებთან ერთად. იგივე გაიმეორა. სკოლის დირექტორმა ფაქტი უარყო, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში საჯაროდ შეურაცხყოფა მომაყენა და ბავშვის ცემაში მე დამადანაშაულა“, - განაცხადა მარიკა ვაშაყმაძემ.

მისი თქმით, პედაგოგი ამტკიცებს, რომ ბავშვი დაზიანებებს სხვა ბავშვებთან ჩხუბის დროს მიიღებდა.

დირექტორი კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბავშვზე შესაძლოა თავად დედამ იძალადა.

სავარაუდო ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0