„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ დაკავებული ყველა პირი თავისუფალია

© FB / Liberaliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, დედა ენის ბაღში, „ახალი პოლიტიკური ცენტრ - გირჩის“ მიერ ორგანიზებულ კანაფის ე.წ. ფესტივალზე დაკავებული თერთმეტივე პირი თავისუფალია, იუწყება პირველი არხი პარტიის Facebook-გვერდზე დაყრდნობით.

„დადგა მომენტი, როცა ყველანი თავისუფლები ვართ. რამდენიმე წუთის წინ საპატიმრო დატოვეს აჩო ხაჩიძემ და დავით გაბუნიამ. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დღეს ყველანი საკუთარ სახლებში დავიძინებთ“, - წერია პარტიის გვერდზე.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია

შაბათს დედა ენის ბაღში „გირჩის“ მიერ დაანონსებულ ფესტივალზე 600-მდე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე დილიდანვე პოლიცია იყო მობილიზებული. დაკავებებიც დილიდან დაიწყო - თავდაპირველად ჩხრეკის მიზნით დააკავეს პარტიის აქტივისტები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი, შემდეგ - თავად გირჩის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ურაბ ჯაფარიძე, რომელმაც მანამდე თავის მეგობრებს ჯოინთები აჩუქა.

სულ დედა ენის ბაღში დააკავეს 11 ადამიანი. ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა გვიან საღამოს დატოვა, დანარჩენებმა - ღამის განმავლობაში. ამჟამად 11-ვე დაკავებული პირი თავისუფალია.

„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

ყველა ახალი ამბავი
0