რა მოხდება კანაფის ფესტივალზე - შსს მეორე განცხადებას ავრცელებს

CC0 / Pixabay / მარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, 20 ოქტომბრის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გართობის საშუალება ექნება, თუმცა შსს სხვაგვარად ფიქრობს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ მიერ დაანონსებულ კანაფის ფესტივალთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე საპასუხო განცხადებას ავრცელებს, რომელიც უწყების ვებგვერდზე გავრცელდა.

პრეზიდენტობის კანდიდატი, პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 20 ოქტომბერს „დედაენის ბაღში“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს და ფესტივალის მიმდინარეობისას მისი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავებას პროგნოზირებს.

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი - Sputnik საქართველო
დაიჭერენ თუ არა საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატს?

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენლებს, შეწყვიტონ სამართალდარღვევებისკენ მოწოდება, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან და სამართალდარღვევების ჩადენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს სამართალდარღვევების აღსაკვეთად“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, 20 ოქტომბრის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გართობის საშუალება ექნება.

„გირჩის“ Facebook-გვერდზე კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის შესახებ შემდეგი ინფორმაციაა განთავსებული:

„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გაიმართება Flea Market-ის საუკეთესო ტრადიციებით: ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ იყიდონ და გაყიდონ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კანაფთან; მიირთვან საჭმელი და გამაგრილებელი და არც ისე გამაგრილებელი სასმელები; ნახონ მეგობრები და ნაცნობები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტში მონაწილეობის გარდა, უბრალოდ, კარგად გაატარონ დრო. მათ, ვისაც სურს ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია გაყიდოს, გთხოვთ, მოგვწეროთ გირჩის ინბოქსში“, - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ ჯაფარიძე: კანონს დავარღვევ მარტო მე...

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ორგანიზაცია ერთ-ერთ მიზნად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ასახელებდა.

2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.

2018 წლის დასაწყისში „გირჩის“ ლიდერების მორიგი არაორდინარული ინიაციატივა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას უკავშირდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0