დაიჭერენ თუ არა საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატს?

© Photo: courtesy of Girchiახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი"
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტობის კანდიდატი, პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 20 ოქტომბერს „დედაენის ბაღში“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს და ფესტივალის მიმდინარეობისას მისი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავებას პროგნოზირებს.

კანაფის ლეგალიზაციის თემას საზოგადოებაში ცხარე დებატები მოჰყვა. საპატრიარქოს მკვეთრი პოზიციის გამო საკანონმდებლო ორგანომ შეაჩერა კანონპროექტის განხილვა, თუმცა საზოდოების მცირერიცხოვანი ჯგუფი ცდილობს ამ თემის კვლავ წამოწევას. აღნიშნული თემის პროპაგანდას განსაკუთრებით პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ ეწევა.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, 20 ოქტომბრის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გართობის საშუალება ექნება.

„ვაპირებ, რომ ჩავიდინო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამჯერად მე არ ვარღვევ კანონს, რადგან ვთვლი, რომ რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც არის გაბატონებული. ეს მიმართულია იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო და მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია“, – აცხადებს ჯაფარიძე.

კანაბისი, კანაფი, ანუ მარიხუანა - Sputnik საქართველო
ქართული მარიხუანა ექსპორტზე - რეალობა თუ წინასაარჩევნო დაბოლება

20 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე საპასუხო განცხადება გააკეთა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საპატრიარქოს ძალისხმევით შეაჩერეს „ვერაგული კანონი“, რომელიც მომავალი თაობის დეგრადირებას უწყობს ხელს. პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, საპატრიარქო ელოდება, რომ მარიხუანის კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა მოხდება. ამის შესახებ მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეკლესიამ საკანონმდებლო ორგანოს სწორედ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა. „ჩვენ ველოდებით, რომ მოხდება გაწვევა კანონპროექტის, ვინაიდან ეკლესიამ მოუწოდა ხელისუფლებას", – განაცხადა მეუფე შიომ.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
სექსი, მარიხუანა, ჯარი და, ბოლოს – საარჩევნო კამპანია პორნოსაიტზე

ძნელია არ გაითვალისწინო საპატრიარქოს პოზიცია. დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, თუ ორი თვის შემდეგ მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი განხილვაში ისევ დაბრუნდება, საპატრიარქოს მხრიდან ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მისი თქმით, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით საკითხის განხილვას საპატრიარქო გაემიჯნა და ამ თემაზე სამსჯელო მათ არაფერი აქვთ.

„ნამდვილად ძალიან ძნელია ვიმსჯელო, ხელისუფლება რას ფიქრობს ამ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქომ ცალსახად და უპირობოდ განაცხადა, რომ ამ განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ და არაფერი სასაუბრო ამ საკითხზე არ გვაქვს. როგორც ადრე განვაცხადეთ, დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ და მომავალშიც ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება კულტივაციას, ეს თემა ჩვენთვის დახურულია. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, როცა აუცილებლობა დადგება, ვიტყვით, როგორ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

ამ თემას ჩვენ ალბათ კიდევ არაერთხელ შევეხებით, თუმცა პრობლემა მხოლოდ ხელისუფლებაში არ უნდა ვეძიოთ, ეს პრობლემა თავად ჩვენშია. ნარკომანია არ არის დანაშაული, ის ავადმყოფობაა, რომელსაც ძირეულად სჭირდება შესწავლა და ამოძირკვა.

კანაბისი, კანაფი, ანუ მარიხუანა - Sputnik საქართველო
მარიხუანა: სად როგორ ყიდიან, ეწევიან და ისჯებიან

სხვათა შორის, პრესაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მოსაზრებამ, თითქოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარს უჭერს კანაფის ლეგალიზაციას. მას „კანაფის დედოფალიც“ კი შეარქვეს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამ ცილისწამებას საკმაოდ მწვავედ უპასუხა.  „არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ. მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისთვის ნარკოტიკები“, – აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

რაც შეეხება დაგეგმილ აქციას, სავარაუდოდ, ზურაბ ჯაფარიძეს კანონდარღვევისთვის დააკავებენ. ალბათ ეს, მისი ხედვით, მის საარჩევნო კამპანიაზე დადებითად იმოქმედებს ახალგაზრდობის ხმების მოპოვების კუთხით. თუმცა ისმის შეკითხვა – რის ხარჯზე, ბატონო ზურაბ?

როგორც ცნობილია, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდო. მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტი საპატრიარქოს ჩარევის შემდეგ უკან გაიწვიეს სწორედ ორი თვის ვადით, რათა მხარეთა პოზიციების შეჯერება მოხდეს.

 

ირაკლი გოგორიშვილი

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0