ევროკავშირის ელჩმა საქართველოს საზღვარი დაათვალიერა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დეტალურად გაეცნო საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „სარფი“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მოინახულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
სარფში თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქალი აღმოაჩინეს

ელჩმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოლი და ელექტრონული დაკვირვების თანამედროვე სისტემები დაათვალიერა და დეტალურად გაეცნო საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს.

„წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, განახლდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სასაზღვრო სექტორები კი ელექტრონული დაკვირვებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებასა და ევროკავშირს მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ.

ყველა ახალი ამბავი
0