სარფში თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქალი აღმოაჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
უზბეკეთის მოქალაქე ქალს თურქეთში შესვლა ხუთი წლით ჰქონდა აკრძალული.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე თურქმა სამართალდამცველებმა 24 წლის მამაკაცი და 27 წლის ქალი დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

თურქული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე მამაკაცს უზბეკეთის მოქალაქე ქალი თურქეთში ჩემოდანში დამალული გადაჰყავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში მყოფი მამაკაცი საეჭვოდ მიიჩნიეს და როდესაც მისი ჩემოდანი შეამოწმეს, იქ ქალი აღმოაჩინეს.

გაირკვა, რომ უზბეკეთის მოქალაქეს თურქეთში შესვლა ხუთი წლის ვადით ჰქონდა აკრძალული.


ყველა ახალი ამბავი
0