ზურაბ ჯაფარიძე: „ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება...“

© Sputnik / Shota Nozadzeდედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი მიმდინარეობს
დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ტარიანის“ დარიგებამდე ზურაბ ჯაფარიძემ შეკრებილებს განცხადებით მიმართა და თავისი გადაწყვეტილება განუმარტა

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საჯაროდ დაარიგა „ტარიანები“ და ის დააკავა პოლიციამ, რომელიც დედა ენის ბაღში იყო მობილიზებული.

დედა ენის ბაღში, სადაც 16:20 საათზე „ახალი პოლიტიკური ცენტრ - გირჩის“ მიერ ორგანიზებული კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დაიწყო, დილიდან იყო მობილიზებული პოლიცია. მიუხედავად ამისა, იქ კანაფის ლეგალიზების 600-მდე მომხრე შეიკრიბა. იქვე იმყოფებოდნენ კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც კანაფის ლეგალიზებას აპროტესტებენ. პარკში დადიოდნენ სხვადასხვა ცხოველის - დათვის, მგლის, მელიისა და ჟირაფის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები, რომლებიც ასევე მოგვიანებით დააკავეს. დღეს დილით ჩხრეკის მიზნით „გირჩის“ ასევე ორი წევრი - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილიც დააკავეს.

© Sputnik / Shota Nozadzeკანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში
ზურაბ ჯაფარიძე: „ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება...“ - Sputnik საქართველო
კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში

ჯაფარიძეს პერიოდულად უახლოვდებოდნენ მარიხუანის მოწევის მოწინააღმდეგენი, ცდილობდნენ მის გადარწმუნებას და დაჟინებით იმეორებდნენ, რომ ნარკოტიკების პროპაგანდა დაუშვებელია. ჯაფარიძე, თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ არანაირ პროპაგანდას არ ეწევა, მის მიზანს მარიხუანას მწეველების დაცვა წარმოადგენს.

„დაუმორჩილებლობის აქტის“ ჩადენამდე ჯაფარიძემ მოუთხრო შეკრებილებს იმის შესახებ, თუ რამდენი იბრძოლა მან იმისათვის, რომ მარიხუანის მომხმარებლები აღარ დაეპატიმრებინათ.

ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
არანაირი გაწვევა – პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდობას პირობას აძლევს

როგორც ცნობილია, პარტია „გირჩის“ ლიდერებმა 30 ივლისს გამარჯვება იზეიმეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი სასჯელი - ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ხელისუფლებამ შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა. შსს-მ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმად მარიხუანის ლეგალური მოწევა იქნება დაშვებული მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც დახურულ ოთახში, სადაც არასრულწლოვანი პირები არ იქნებიან.

© Sputnik / Shota Nozadzeკანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში
ზურაბ ჯაფარიძე: „ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება...“ - Sputnik საქართველო
კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში

პოლიციამ ფესტივალის ორგანიზატორებს არ მისცა შესაძლებლობა დაეყენებინათ პარკში მუსიკალური აპარატურა და მოეწყოთ ბაზრობა და კონცერტი.

„ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება, რომ იცოდეთ. ამის გამო ადამიანებს სვამენ ციხეში, სრული სიგიჟე არის, ხომ გესმით. მე ყოველ დღე ხალხს ვჩუქნი მოსაწევს... ამის გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ, თუ მე დღეს ვერ დამიჭერენ ამის გამო, იმის გამო, რომ მე ვარ პოლიტიკოსი, იმის გამო, რომ ცნობადი სახე, რომ ვარ საპრეზიდენტო კანდიდატი და ვითომ რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტი მაქვს, ვერ უნდა დაიჭირონ ვერავინ,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

© Sputnik / Shota Nozadzeკანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში
ზურაბ ჯაფარიძე: „ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება...“ - Sputnik საქართველო
კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში

განცხადების შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა ირგვლივ მყოფ რამდენი ადამიანს დაურიგა „შეკეთებულები“, გააკეთა რამდენიმე კომენტარი, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. პროცესი მიმდინარეობდა სტვენის და შეძახილების „ჯაფარა“ ფონზე. ამ დროისათვის ფესტივალი დასრულებული, მისმა მონაწილეებმა დედა ენის ბაღში მდებარე ბარში გადაინაცვლეს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი ერთი კვირაა დარჩენილი.

ყველა ახალი ამბავი
0