ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Shota Nozadzeზურაბ ჯაფარიძე მომხრეებთან ერთად კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე
ზურაბ ჯაფარიძე მომხრეებთან ერთად კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ასევე 11 პირი

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ორგანიზებით დედა ენის ბაღში „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ პარტიის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.

დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
ზურაბ ჯაფარიძე: „ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება...“

„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

„აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე იყო შეუძლებელი. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცავებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით. ამ ეტაპზე მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შსს ინფორმაციით, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებული 11 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0