საქართველოში ლიბანის საკონსულო გაიხსნება

© Sputnik / STRINGERთბილისის ხედი - ავლაბარი და რიყის პარკი
თბილისის ხედი - ავლაბარი და რიყის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის შემდეგ თბილისში ლიბანის საკონსულო გაიხსნება

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ლიბანის საკონსულო თბილისში საპატიო კონსულის მმართველობის ქვეშ გაიხსნება, იუწყება ტელეარხი Imedi.

შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა.

საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა >>

საქართველოს და ლიბანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1 აპრილს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სპორტი, კულტურა და ტურიზმი.

ლიბანში საქართველოს საელჩო არ არის. ამ ქვეყანას ფარავს ეგვიპტეში არსებული საელჩო. ხოლო საქართველოს ტერიტორიას ერევანში ლიბანის საელჩო ფარავს.

ლიბანში საქართველოს საპატიო კონსულის თანამდებობას 2011 წლიდან მარსელ დავიდ ჰუზამი იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0