თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით გადასცა ამ ქვეყნის წარმომადგენლობებს გაეროსა და ეგვიპტეში, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისმა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ განაცხადა. საქართველომ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 18 მაისს დაამყარეს. საქართველოში სირიის ელჩის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, ხოლო სირიაში საქართველოს ელჩის — კაიროში.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა 2018 წლის 1 ივნისს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით გადაეცა სირიის არაბთა რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ აცნობა ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერიშს.
ჯანელიძე: ასადის რეჟიმის მხრიდან ეს გასაკვირი არ იყო >>
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, თუმცა მოგვიანებით ამ ბოლო ორმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას