გატაცება თუ გაპარვა - არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარშია გადაყვანილი

© Pixabay / sasintგოგონა, რომელიც ტირის
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას განცხადებით, მის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა თავშესაფარში გადაიყვანეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გოგონასთან მუშაობის პროცესში დაუყოვნებლივ ჩართული იქნა სოციალური მუშაკი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT-ის ფსიქოლოგი.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
საგარეჯოს რაიონში 17 წლის გოგონა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს

პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა, რომელსაც 12 ოქტომბრიდან ეძებდნენ. სამართალდამცველებმა გოგონა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს. გოგონას ოჯახის წევრებისა და ახლობლების განცხადებით, იგი საკუთარი სახლიდან რამდენიმე ბიჭმა გაიტაცა.

შსს-ს მონაცემებით, გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი - ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იპოვეს 17 წლის გოგონა, რომელიც 12 ოქტომბერს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს >>

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით), რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0