თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. გუშინ საღამოს, საგარეჯოს რაიონში, სოფელ ლამბალოში, 17 წლის ჰუსნია მამედოვა მოიტაცეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით გოგონა სოფელ თულარის მკვიდრმა 25 წლის ბიჭმა მოიტაცა. შემთხვევის დროს ის სახლში არასრულწლოვან დასთან იმყოფებოდა. გატაცებულის ოჯახის წევრების თქმით, გოგო სახლიდან ორმა ბიჭმა გაიტაცა. სავარაუდოდ, მათ მანქანაში კიდევ ორი პირი ელოდებოდა.
გოგონას ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ მაშინვე აცნობეს პოლიციას. გატაცებულს ამ დრომდე ვერ პოულობენ. მასთან დაკავშირება ვერც ტელეფონით ხერხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.