გურჯაანში 35 წლის მამაკაცმა 30 წლის ქალბატონი მოიტაცა

© Fotolia / Eugeneluckyქორწილი
ქორწილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონების გატაცებაში ბრალდებული ორივე მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 35 წლის მამაკაცმა, ოჯახის შექმნის მიზნით, საკუთარ უბანში 30 წლის ქალი მოიტაცა, იუწყება ტელეკომპანია „გურჯაანი“. 

თმა - Sputnik საქართველო
ოზურგეთელ გოგონას თბილისში მიკროავტობუსში თმა მოპარეს

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალბატონი მაღაზიაში მუშაობდა, საიდან გამოსვლის შემდეგაც იგი ახალგაზრდა მამაკაცმა მოიტაცა.

„მაღაზიაში მუშაობდა, იქიდან მოიტაცეს თუ გაყვა, ზუსტად არც ვიცი. გოგო სახლში მალევე დააბრუნეს, ბიჭი კი დააკავეს. ეს ბიჭი ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი არ იყო“, — განაცხადა გოგონას მეზობელმა.

გურჯაანის რაიონში ეს გოგონების გატაცების პირველი ფაქტი არ არის. 12 აპრილს გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცმა, ოჯახის შექმნის მიზნით, 24 წლის გოგონა ძალის გამოყენებით მოიტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს. 

დამნაშავესთან ერთად დაკავებული არიან თანამზრახველებიც, რომლებიც მამაკაცს გოგონას მოტაცებაში ეხმარებოდნენ. 

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

ყველა ახალი ამბავი
0