თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ოზურგეთელ გოგონას მარიკო აკობიძეს თბილისში, ერთ-ერთ მიკროავტობუსში მგზავრობისას ნაწნავი მოპარეს, იუწყება გურიის მოამბე.
ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი მაიკო ღლონტი ავრცელებს.
„რამე თუ გამაოცებდა, არ მეგონა, მაგრამ მოდი და ნუ გაოცდები! წარმოგიდგენიათ?! ჩემს მოსწავლეს სამარშრუტო ტაქსიში მოჰპარეს, არც მეტი, არც ნაკლები — თმა. უბრალოდ, მოაჭრეს ნაწნავი და წაიღეს!!! ასეთი რამ გაგიგიათ?!“ — ამბობს პედაგოგი.
მისივე თქმით, გოგონა მისი მოსწავლეა, ეს შემთხვევა კი ქვეყნის დედაქალაქში ამ დღეებში მოხდა.