საქართველოს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივატიკანი
ვატიკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიჩრდ გალაჰერი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ილია მეორესთან, საქართველოს პირველ პირებთან, პროფესორებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

თბილისი, 19 ოქტომბერი  — Sputnik.  ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, არქიეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 21–24 ოქტომბერს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რომის პაპის ვიზიტი საქართველოში 2016: უკანასკნელი ცნობები>>>

გალაჰერი პირველ შეხვედრას საგარეო უწყებაში მინისტრ დავით ზალკანიანთან გამართავს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება, შემდეგ კი მხარეები მედიისთვის განცხადებებს  გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. 

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. გალაჰერი  ასევე ეწვევა სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.

გარდა ამისა, დაგეგმილია გალაჰერის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შეხვედრას გამართავს პროფესორ–მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. 

რომის პაპი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ვიზიტის პროგრამით ასევე გათვალისწინებულია სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრის დათვალიერება.

საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო 1999 წელს რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტი. 2016 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ასევე რომის პაპი ფრანცისკე.

წმინდა საყდარში საქართველოს ელჩი 2014 წლიდან თამარ გრძელიძეა, ხოლო 2012 წლიდან თბილისში ვატიკანის ნუნციუსი მარეკ სოლჩინსკია.

ვატიკანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მეცნიერებისა და განათლების სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0