თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები და პატიმრობაში მყოფი მათი ლიდერი გიორგი ჭელიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთს მარჯვენა ხელის აწევით მიესალმნენ, როგორც ამას ნაცისტურ გერმანიაში აკეთებდნენ.
ფაშისტური მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე პატიმრობაშია >>
გიორგი ჭელიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 სექტემბერს დააკავეს.
სასამართლოს კადრები ტელევიზიაში გავრცელდა. როდესაც დარბაზში შევიდა ჭელიძე, მან რამდენჯერმე ხმამაღლა წამოიძახა „გამარჯვება!“ და მარჯვენა ხელი აწია, ხოლო დარბაზში მყოფმა მისმა თანამოაზრეები ფეხზე ადგომით და შეძახილით „დიდება!“ მიესალმნენ მას.
ამის შემდეგ ჭელიძე მშვიდად დაჯდა განსასჯელის სკამზე და მოსამართლეს უსმენდა.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ჭელიძეს 16 ადვოკატი დაიცავს. ფაშისტური ორგანიზაციის ლიდერი ამტკიცებს, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული.
უსაფრთხოების სამსახური ქართველი ფაშისტებით დაინტერესდა >>
სისხლის სამართლის საქმე მოძრაობის Facebook-გვერდზე ატვირთული ორი ვიდეოს საფუძველზე 31 აგვისტოს აღიძრა.
ორი ვიდეო სახელწოდებით „ფაშისტური კვირადღე“ ქსელში 30 აგვისტოს აიტვირთა. ერთ-ერთზე ნაჩვენებია, როგორ „ასუფთავებენ“ მოძრაობის წევრები შენობებს, ხოლო მეორეზე — ავტომატიდან სროლის საწყისები. თავად ჭელიძის გვერდზე გამოქვეყნებულია კიდევ ერთი ვიდეო სახელწოდებით „ფაშისტური კვირადღე" — ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას".