თბილისში ყველა ტაქსი თეთრი ფერის არ იქნება

გამოწერა
დედაქალაქის მერიის ინიციტივით, თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსი იმოძრავებს.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ისინი, ვისთვისაც ტაქსი ერთადერთი სამუშაო არაა, მგზავრების გადაყვანას სხვადასხვა ფერის ავტომობილებით შეძლებენ, იუწყება გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თბილისის მერის კახა კალაძის მიერ წამოწყებული რეფორმის თანახმად, ყველა ტაქსისტს 1 ოქტომბრიდან შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეს. ამას გარდა, გამოცხადდა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსი ერთი – თეთრი ფერისა უნდა იყოს.

„ტაქსების რეფორმის დაანონსებისთანავე ვთქვით, რომ ეს არ უნდა იყოს ტვირთი ადამიანებისთვის. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბაზარზე ტაქსების რაოდენობა შემცირდეს. ბაზარმა ტაქსები მოამრავლა თვითონ და იყო მიზეზები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განუვითარებლობასთან იყო კავშირში. ჩვენ წარმოვადგინეთ ალტერნატივა – B კატეგორიის ტაქსები, რომელიც ვიზუალში არ არის ტაქსი და „ქოლ-ცენტრების" მეშვეობით იღებს კლიენტებს და ემსახურება მათ", – განაცხადა მუმლაძემ.

ტაქსი თბილისში - Sputnik საქართველო
უფასო შეღებვა, ქიმწმენდა, პარკირება, მანათობელი - შეღავათები ლიცენზირებული ტაქსისტებისთვის

ანუ, B კატეგორიის მიღება შეუძლიათ მათ, ვისთვისაც ტაქსი ძირითად სამუშაომდე ან მის შემდეგ დამატებითი გამომუშავების შესაძლებლობაა.

ეს წინადადება მუმლაძემ თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის კომისიის სხდომაზე წამოაყენა. ამ ინციატივას საკრებულოში უკვე დაუჭირეს მხარი.

რაც შეეხება განსხვავებას A და B კატეგორიებს შორის, როგორც მუმლაძემ განმარტა, B კატეგორიის მძღოლები პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ.

„მათ არ ექნებათ საშუალება, ისარგებლონ ტაქსის გასაჩერებელი უფასო ადგილებით, მათ არ ექნებათ რეკლამის განთავსების უფლება და ა.შ.", – აღნიშნა მუმლაძემ.

ლიცენზიის მქონე ტაქსები გადასახადებს არ გადაიხდიან.

ვინც ტაქსის მძღოლად მუშაობის ლიცენზია 10 ოქტომბრამდე მიიღო, მათ მიეცემათ ვაუჩერები სალონის უფასო ქიმწმენდისთვის და ავტომობილის თეთრად შესაღებად. ეს სამუშაოები 2018-2019 წლებში ჩატარდება.

რატომ თეთრი? შალვა ოგბაიძე ტაქსის ფერის არჩევანს განმარტავს>>

ავტომობილის თეთრად შეღებვის შემთხვევაში მძღოლებს ავტომობილის პასპორტის შეცვლა მოუწევთ. ეს მათ 35 ლარი დაუჯდებათ.

მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსის მომსახურება აიკრძალება 2019 წლის ოქტომბრიდან.

დედაქალაქში, მიმდინარე წლის 16 ოქტომბრის მონაცემებით, ტაქსის მძღოლად მუშაობის 18,7 ათასი ნებართვაა გაცემული. სპეციალური ნებართვის აღება 100 ლარი ჯდება, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში რეგისტრაცია 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასოა.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური