ქართველი ქალი-მოჭადრაკეები ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ლიდერობენ

© courtesy of Volunteers Batumi Chess Olympiad 2018საჭადრაკო ოლიმპიადა
საჭადრაკო ოლიმპიადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი ტურის შემდეგ ქართველმა მოჭადრაკეებმა ექვსი ქულა მოიპოვეს

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ქართული საჭადრაკო კლუბი „ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ლიდერი გახდა, რომელიც ამ დღეებში ბერძნულ საკურორტო ქალაქ პორტო-კარასში იმართება.

ქალთა ნაკრები ჭადრაკში ბათუმის ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
ქართველ მოჭადრაკე ქალებს საპრიზო ადგილის მოპოვების მინიმალური შანსი აქვთ

„ნონამ" მესამე ტურში რუსეთის „იუგრა" ანგარიშით 2,5:1,5 დაამარცხა. ერთადერთი გამარჯვება ლეილა ჯავახიშვილმა მოიპოვა, რომელიც თეთრი ფიგურებით თამაშობდა. ქართველმა მოჭადრაკემ ოლგა გირიუ დაამარცხა. დანარჩენ სამ შეხვედრაში, რომელშიც ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი მონაწილეობდნენ, გამარჯვებული არ გამოვლენილა.

სამი ტურის შემდეგ „ნონამ" ექვსი ქულა მოიპოვა. ქულების ასეთივე რაოდენობა აქვს პოლონურ კლუბ „მონტე-კარლოსაც", თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე ქართველი მოჭადრაკეები გავიდნენ. სამეულს რუსეთის გუნდი ასრულებს.

ქალთა შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი საბერძნეთში 19 ოქტომბრამდე გასტანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0