ვლადიმირ ვაისი: რიგაში ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაისმა ისაუბრა ჩატარებულ და მომავალ თამაშზე, ასევე გოლების ავტორებზე და ტრავმირებულ მოთამაშეებზე

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ანდორას წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (3:0) პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეტოქისგან სწორეს ასეთ თამაშს ელოდა.

„როგორც ველოდით, ზუსტად ისეთი თამაში გამოვიდა. ანდორა კარგად ორგანიზებული გუნდია და დაცვაზე იყო ორიენტირებული. საბოლოო ანგარიშის და გამარჯვების მიუხედავად - 3:0, ეს მარტივი მატჩი არ იყო. მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. ახლა ლატვიის თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“, - განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.

საქართელოს ფეხბურთის ნაკრები ანდორასთან გამარჯვების შემდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ანდორა გაანადგურა

ვაისმა განსაკუთრებით აღნიშნა გატანილი გოლების ავტორები - ვაკო კაზაიშვილი, რომელმაც დუბლი გააფორმა და ჯაბა კანკავა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში სამი წლის განმავლობაში პირველად გაიტანა.

„ვაკოს თამაშამდე ვუთხარი, ორი გოლი უნდა გაეტანა. ვაკო ის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. რაც შეეხება კანკავას, მას გული საქართველოსთვის უძგერს და ასეთი მოთამაშეები გუნდს სჭირდება. ის ძალიან კარგი კაპიტანია,“ – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა

სამწუხაროდ, ანდორასთან მატჩში ვერ ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც კუნთი დაუზიანდა და ის ორ კვირას გააცდენს. ვაისი შეეხო ასევე ჯანო ანანიძეს, რომელიც მოედანზე 68-ე წუთზე გავიდა. სლოვაკი სპეციალისტის თქმით, მოსკოვის „სპარტაკის“ ჰავბეკი ჯერჯერობით 100%-ით მზად არ არის და მინდორზე ნახევარ საათზე მეტ ხანს ვერ გაატარებს.

 „Sputnik-საქართველოს“ შეკითხვაზე ლატვიასთან მომავალი თამაშის შესახებ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა:

ვარჯიში ფეხბურთში - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

„უკვე სამ დღეში ლატვიაში მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. რა თქმა უნდა, ვეცდებით მოვიგოთ, მაგრამ მშვენივრად გვესმის, რომ რიგაში ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება. სავარაუდოდ, ლატვიასთან მატჩის წინ შემადგენლობის გარკვეული როტაცია მოხდება, რომელიც ტაქტიკური მოსაზრებებით და ზოგიერთი ფეხბურთელის დაღლილობით არის გამოწვეული. ახლა წინა პლანზე მათემატიკაა - ჯგუფიდან გასასვლელად ორი-სამი ქულა გვჭირდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საჭირო შედეგს მივაღწიოთ.

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში სამი გამარჯვება აქვს და არც ერთი გოლი არ გაუშვია. ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელები ცხრა ქულით „D ლიგის“ ნომერ პირველ ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობენ. დანარჩენ სამ ნაკრებს - ყაზახეთს, ლატვიასა და ანდორას ორ-ორი ქულა აქვს.

დარჩენილ სამ მატჩში საქართველომ სამი ქულა უნდა დააგროვოს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაიმყაროს და უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში გავიდეს.

მომდევნო მატჩს საქართველო გასვლაზე 16 ოქტომბერს ლატვიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0