საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ანდორა გაანადგურა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართელოს ფეხბურთის ნაკრები ანდორასთან გამარჯვების შემდეგ
საქართელოს ფეხბურთის ნაკრები ანდორასთან გამარჯვების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ანდორას შორის მატჩი ვაკო კაზაიშვილის და ჯაბა კანკავას წყალობით ანგარიშით 3:0 საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში თბილისში ანდორას ნაკრებს 3:0 მოუგო და „D ლიგის“ ნომერ პირველ ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა.

საქართველოს ნაკრებში დუბლი შეასრულა „სან-ხოსე ერთქვეიქსის“ ნახევარმცველმა ვაკო კაზაიშვილმა, ხოლო საბოლოო ანგარიში დამატებით დროში კაპიტანმა ჯაბა კანკავამ დაამყარა.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველო-ანდორა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ანდორა გაანადგურა - Sputnik საქართველო
საქართველო-ანდორა

 

მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. შეხვედრამდე ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა არაერთხელ განაცხადა, რომ დადებითი შედეგის მისაღწევად ინიციატივის ფლობის გარდა საჭიროა სწრაფი გოლი, რათა გუნდი დამშვიდდეს და თამაში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.

პირველ ტაიმში მასპინძელმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ანდორას კარი მხოლოდ 33-ე წუთზე კაზაიშვილმა აიღო.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველო-ანდორა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ანდორა გაანადგურა - Sputnik საქართველო
საქართველო-ანდორა

შესვენების შემდეგ ვითარება არ შეცვლილა - საქართველო უტევდა, სტუმრები თავს იცავდნენ და შეტევაზე არც კი ფიქრობდნენ. 84-ე წუთზე კვეკვესკირის პასი მიიღო კაზაიშვილმა, რომელმაც გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ნაკრებმა ანდორას მეორე გოლი გაუტანა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ანდორა გაანადგურა - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ანდორას მეორე გოლი გაუტანა

მატჩის ფინალური წერტილი დასვა საქართველოს გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ოთარ კაკაბაძის გადაცემა ზუსტი დარტყმით დაასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ცხრა ქულა აქვს და გუნდი D ლიგაში ნომერ პირველ ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობს. ანდორას აქტივში ორი ქულაა. ამდენივე ქულა აქვს ლატვიისა და ყაზახეთის გუნდებს, რომლებმაც პარალელური შეხვედრა ფრედ - 1:1 დაასრულეს.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველო-ანდორა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ანდორა გაანადგურა - Sputnik საქართველო
საქართველო-ანდორა

დარჩენილ სამ მატჩში საქართველომ სამი ქულა უნდა დააგროვოს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს და უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში გავიდეს.

მომდევნო მატჩს საქართველო გასვლაზე 16 ოქტომბერს ლატვიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0