მცხეთაში „საპატიო მოქალაქეები“ დააჯილდოვეს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIმცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული
მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთის საპატიო მოქალაქეები ცნობილი სპორტსმენები, ხელოვანები და სხვა ცნობილი ადამიანები გახდნენ

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ ტოჩინოშინს ლევან გორგაძეს, სასულიერო პირს დავით ჯიშკარიანს, ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს, ბავშვთა კარდიოქირურგს თორნიკე სოლოღაშვილსა და რეჟისორ გიორგი ოვაშვილს.

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
სვეტიცხოვლობის დღესასწაული მოსახლეობას პოლიტიკოსებმა მიულოცეს

მცხეთის „საპატიო მოქალაქეებს“ პრიზები ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებმა გადასცეს.

მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები იმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, ასევე იმართება სანახაობითი ღონისძიებები, ცალკე მოწყობილია საბავშვო, გასართობ-შემეცნებითი კუთხე.

მცხეთობა-სვეტიცხოვლობა: დღესასწაულის პროგრამა >>

დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0