მცხეთობა-სვეტიცხოვლობა: დღესასწაულის პროგრამა

© Sputnik / Alexander Imedashviliსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს სადღესასწაულო პროგრამას, რომლის ცენტრიც, ტრადიციულად, სვეტიცხოვლის ტაძარი და ქალაქის მთავარი მოედანი იქნება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა -სვეტიცხოვლობა და კვართის დღესასწაული ყოველწლიურად 14 ოქტომბერს აღინიშნება. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს სადღესასწაულო პროგრამას, რომლის ცენტრიც, ტრადიციულად, სვეტიცხოვლის ტაძარი და ქალაქის მთავარი მოედანი იქნება. 

საზეიმო ღონისძიებები დილის 10 საათზე დაიწყება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვით, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს.

პარალელურად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება სანახაობითი ღონისძიებები, სადაც ასევე მოწყობილი იქნება საბავშვო, გასართობ-შემეცნებითი კუთხე. 

დილიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქში საშემოდგომო ნობათის, რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

გარდა ამისა, გაიმართება მცხეთის 2018 წლის „საპატიო მოქალაქეების“ წარდგენა-დაჯილდოვება, საბავშვო სპექტაკლი „მუსიკალური ცისარტყელა“ და საკარნავალო მსვლელობა.

19:30 საათიდან დღესასწაულის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრნენ ანსამბლ „ერისიონის“, ბენდ  The light room-ისა და ელექტრონული მუსიკის კონცერტს.

საზეიმო ღონისძიებები 21:00 საათზე ფოიერვერკებით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ მცხეთობის დღესასწაული ოფიციალურ უქმე დღედაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0