გურამ კაშია: ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია

© Sputnik / Alexander Imedashviliმატჩი საქართველო-ლატვია - გურამ კაშია გუნდელების გარემოცვაში
მატჩი საქართველო-ლატვია - გურამ კაშია გუნდელების გარემოცვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მინდორზე მხოლოდ საქართველოს ნაკრები თამაშობდა, მიაჩნია ქართველ ფეხბურთელს

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ უეფას ერთა ლიგის მატჩში ანდორასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ახლა ყველაფერი მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ გავიმარჯვეთ 3:0, დავაგროვეთ 9 ქულა, არცერთი გოლი არ გაგვიშვია - რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ ამ შედეგით. კარგია, რომ ჩვენ ჯგუფში დიდი სხვაობით ვლიდერობთ. ახლა ნახევარფინალში გასვლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გუნდის მცველმა გურამ კაშიამ.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ვაისი: რიგაში ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება

კაშიამ ასევე აღნიშნა, რომ ანდორას ნაკრები ლატვიასთან შედარებით უფრო ხისტად თამაშობდა. თუმცა, მისი თქმით, ორივე გუნდი დაახლოებით ერთ დონეზეა. ქართველმა მცველმა აღნიშნა, რომ ხარისხიანი ფეხბურთის საჩვენებლად ორივე გუნდმა უნდა ითამაშოს, ანდორასთან მატჩში კი ამას მხოლოდ საქართველო აკეთებდა.

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში სამივე მატჩი მოიგო და ის ცხრა ქულით „D ლიგაში“ ნომერ პირველი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას გუნდებმა ორ-ორი ქულა დააგროვეს.

მომდევნო მატჩს უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელები 16 ოქტომბერს ლატვიის წინააღმდეგ გასვლაზე გამართავენ. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0